воскресенье, 21 декабря 2008 г.

პროექტის აღწერა

1. პროექტის სახელი:
„მე მიყვარს ჩემი სოფელი ანუ როგორ ვიზრუნო მასზე“

2. პროექტის მოკლე აღწერა:

მოსწავლეები შეისწავლიან თავისი სოფლის პრობლემებს, განივითარებენ კვლევისა და სხვადასხვა მასალების შექმნის უნარებს, შექმნიან სკოლის საიტს, ვებ-გვერდს,მასალებს სხვა პტოექტების შესაქმნელად.

3. პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეები გაეცნობიან და განიხილავენ გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებს "ერთი რამის სიყვარული დაფარვა რომ სჭირდება", გაიგებენ და სხვებსაც მისცემენ მაგალითს, როგორ გამოხატონ სიყვარული ზრუნვაში-დაასუფთავებენ სოფლის შემოგარენს, გააკეთებენ სოფელზე გამავალი მდინარის ნიმუშის ანალიზს, შეასრულებენ პრაქტიკულ სამუშაოს ნარევების დაყოფაზე ამავე მდინარის ნიმუშზე და მიღებულ მონაცემებს ცხრილებისა და დიაგრამების სახით დადებენ სკოლის საიტზე. ამით სხვა დისციპლინებს მისცემენ მასალას ახალი პროექტების შესაქმნელად. პროექტზე მუშაობის პროცესს გადაიღებენ ვიდეოზე, შექმნიან ფოტო მასალას. მიღებულ მასალებს გამოიყენებენ პროექტის პრეზენტაციისას. შექმნიან სოფლის არსებული და გადაჭრილი პრობლემების მონაცემთა ბაზას სკოლის საიტზე და ვებ-ბლოგს. "ისწავლიან წერას", ამ პროექტზე მუშაობისას განუვითარდებათ ექსპერიმენტული კვლევის უნარ-ჩვევები, გააცნობიერებენ სიყვარულის შინაარს და იმას, რომ შეიძლება იყვნენ სხვებისათვის სასარგებლონი.

4. მონაწილეთა ასაკი/კლასები:
13-15/VIII-IX-კლასი.

5. ვადები/ ხანგრძლივობა:
მარტი-მაისი, 2009 / სამი თვე

6. პროექტის შესახლო აქტივობები კლასში:

ცნობიერების ამაღლება პრობლემებთან მიმართებაში, ჯგუფური მუშაობები, დისკუსიები, კვლევები, შემაჯამებელი სამუშაოები, ექსკურსია სოფლის მიმდებარე მიდამოებში.

7. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:

შეიძენენ ექსპერიმენტული მუშაობის უნარ-ჩვევებს, გააცნობიერებენ ჯგუფური მუშაობის უპირატესობას, დისკუსიების წარმოების წესებს, შექმნიან სხვებისათვის გამოსაყენებელ თვალსაჩინო მასალას და ვებგვერდებს ბლოგებში. განივითარებენ ორგანიზებულობისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარ-ჩვევებს, ”ისწავლიან წერას”.

8. სარგებელი სხვებისთვის:

ოტივაციის გაზრდა სხვა მოსწავლეებში, შექმნილი მზა მასaლის ხელმისაწვდომობა, მზა მასალის საშუალებით ახალი პროექტების განხორციელებa. გაუმჯობესებული საცხოვრებელი გარემო.

9. სამუშაო ენა: ქართული.

10. საგნებთან /საგნობრივ ჯგუფთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ქიმია, ბიოლოგია, სამოქალაქო განათლება, მათმატიკა, ქართული ენა, გეოგრაფია, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება. კვლევის ჯგუფური მუშაობის, ერთმანეთის მოსმენის, სხვადასხვა საგნების მსგავსი საკითხების დაკავშიერბისა და პრაქტიკაში მათი გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება. საგნობრივი მასალის ათვისება პრაქტიკის საშუალებით.

11. პროექტის სხვა მონაწილეები:

არჩილ თვალავაძე - თბილისის მე-19 საჯარო სკოლა

ნაირა ბახია - თბილისის 50-ე საჯარო სკოლა

ანა მაჭარაშვილი - საჩხერის მე-3 საჯარო სკოლა

12. პროექტის ფასილიტატორის სახელი და გვარი: ნინო ხელაშვილი

13. პროექტის ფასილიტარორის ელ.ფოსტა: tamarnino@gmail.com


14. პროექტის ფორუმი: http://forro.iearn.org/


15. პროექტის ვებ-გვერდის ბლოგი: http://www.vzrunavsopelze.blogspot.com/